ლევან სამუშია - „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა - მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ

„ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა - საქართველოს მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, სადაც შესაძლებელია, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და 10 ათასობით ხელფასს ინიშნავენ, - ამის შესახებ დღეს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

სამუშიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს დასცინის.

„თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მოქალაქეების, კერძოდ, ქართული ჯარის ძარცვას აღიარებს. „ქართული ოცნება“ ასევე გვეუბნება, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს სუს-ის უფროსის კაბინეტში ჩემოდნებით ქრთამი მიჰქონდა. ამის პარალელურად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ორგზის პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მექრთამეობაზეა ბრალდებული - როგორც „ქართული ოცნება“ გვეუბნება, ბიუჯეტს ძარცვავდა და ქრთამს იღებდა.

ამის პარალელურად ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. უფასო სასადილოში კი მოქალაქეს ეუბნებიან, რომ 1.70 ლარად უნდა გამოიკვებონ - აქაც კორუფციაა და აქედანაც თანხებს იპარავენ. პარალელურად ვხედავთ, რომ პენსია არ იმატებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისგან ჯარიმების ამოღება გაორმაგებულია - ყველგან ზეწოლაა, სადაც შესაძლებელია. თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და 10 ათასობით ხელფასს ინიშნავენ.

ეს არის ის მშვიდობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ეს არის მოქალაქეების დაცინვა“, - აცხადებს ლევან სამუშია.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს