რუსებმა უკრაინული ტელეკომპანიის შენობას დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა უკრაინული ტელეკომპანიის შენობას დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსული ძალების მიერ გაშვებული დრონი ტელეკომპანიის „ჩვენ - უკრაინა“ შენობას იმ დროს მოხვდა, როდესაც ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში იყვნენ.

„შენობა ნაწილობრივ განადგურებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ამ დროისთვის ხუთი დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. სამწუხაროდ, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.

მისი თქმით, „მედიაზე „შაჰედებით“ თავდასხმა რუსეთის დეგრადაციის ახალ ფურცელს აღნიშნავს“.

„ამას ევროპისა და მსოფლიოს მხრიდან რეაქცია უნდა მოჰყვეს. უკრაინასა და უკრაინელებზე განხორციელებული არც ერთი დარტყმა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. რუსეთის შეჩერება უნდა მოხდეს და ეს მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს