ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, „მსოფლიო ისტორიასა“ და „საქართველოს ისტორიას“ კი ცალ-ცალკე საგნად შეისწავლიან

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქიმიის სწავლება მე-8 კლასის ნაცვლად მე-7 კლასიდან დაიწყება.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, მე-7 კლასის მოსწავლეები „მსოფლიო ისტორიასა“ და „საქართველოს ისტორიას“ ცალ-ცალკე საგნად შეისწავლიან.

„ისტორია მოიცავს საგანს „მსოფლიოს ისტორია“ და ისწავლება VII კლასში, საგანს „ისტორია“ და ისწავლება VIII-IX და XI-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება VII და X-XII კლასებში. ასევე, სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – XI-XII კლასები)“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს