რუმინეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთის მიერ კოორდინირებული დივერსიული ოპერაცია აღკვეთეს

რუმინეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთის მიერ კოორდინირებული დივერსიული ოპერაცია აღკვეთეს.

„2026 წლის თებერვლიდან რუსეთის მოქალაქე დაზვერვის სამსახურის დაკვირვების ქვეშ იყო, დივერსიული აქტების ჩადენის შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“, - აცხადებს რუმინეთის დაზვერვის სამსახური.

რუმინეთის დაზვერვის ცნობით, ეჭვმიტანილმა რუმინეთის ტერიტორიაზე ნატო-ს მოკავშირეების მიერ გამოყენებული საკომუნიკაციო ცენტრების, სამხედრო ბაზების, უსაფრთხოების უწყებების შტაბ-ბინებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფოტო-ვიდეო დოკუმენტირება სცადა.

„მოპოვებული მონაცემები მიუთითებს მოქმედების მსგავს სქემებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან კოორდინირებული დივერსიული ქსელების მიერ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე გამოიყენებოდა. რუსეთის მოქალაქეს შუამავლის მეშვეობით ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება ჰქონდა დავალებული სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის უკრაინულ „ანტონოვის“ სატვირთო თვითმფრინავზე, როდესაც ის ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა“, - ნათქვამია რუმინეთის დაზვერვის განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს