საგარეო უწყება - მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ქორთნი ოსტრიანთან შეხვედრა გამართა - მხარეებმა ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოხატეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ქორთნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, მხარეებმა ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს