პრემიერი - კორუფციასთან ბრძოლა შედეგებს იძლევა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ

კორუფციასთან ბრძოლა თავის შედეგებს იძლევა - ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ , - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კობახიძემ სხდომის დაწყებისას ეკონომიკური ზრდის მონაცემები წარადგინა. პრემიერის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა.

კობახიძის განცხადებითვე, ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს.

“რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა თავის შედეგებს იძლევა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ. კორუფციასთან ბრძოლას ყველა დონეზე ვაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს