უკრაინა პარტნიორებთან Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდებაზე კონტრაქტებს აფორმებს

უკრაინა პარტნიორებთან Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდებაზე კონტრაქტებს აფორმებს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინის ფორმატი”) შეხვედრაზე განაცხადა.

“ბრძოლის ველზე ჩვენი წარმატების 90%-მდე დრონებზეა დამოკიდებული. გთხოვთ, ყველა საჭირო ფინანსური გადაწყვეტილება ნოემბრამდე მიიღოთ, რათა უკვე ამ ზამთარში ბრძოლის ველზე შედეგები დავინახოთ.

ასევე, უკრაინის სიმყარის უზრუნველსაყოფად, გადაწყვეტილებები გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საკითხებში.

პარტნიორებთან კონტრაქტებს ვაფორმებთ დაახლოებით ათასი რაკეტის მიწოდებაზე Patriot-ის სისტემებისთვის და ევროკავშირის სესხის ხარჯზე”, - განაცხადა ხმარამ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს