კახა კუკავა - ირაკლი კობახიძე არაფერ შუაშია, ვერასდროს გაბედავდა ღარიბაშვილის წინააღმდეგ რაიმეს, რომ არა ნიშანი ივანიშვილისგან - ნუ ეძებთ მის ქმედებებში ლოგიკას - ის ხელმწიფეა

კობახიძე არაფერ შუაშია, ვერასდროს გაბედავდა ღარიბაშვილის წინააღმდეგ რაიმეს გაკეთებას, ამისი ნიშანი და მზადყოფნა რომ არ წამოსულიყო ივანიშვილისგან - პასი როცა ჩააწოდეს, მიხვდა, რომ შაჰს ესიამოვნებოდა ღარიბაშვილის გინება და გააკეთა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

კახა კუკავას განცხადებით, ივანიშვილი არის მიზანთროპი, რომელსაც 2-3 წელიწადში ერთხელ ჰბეზრდება თანამდებობის პირები და „ცვლის სათამაშოებს“.

„სისტემაა ასეთი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კობახიძე არაფერ შუაშია. როცა პასი ჩააწოდეს, კობახიძე მიხვდა, რომ შაჰს ესიამოვნებოდა ღარიბაშვილის გინება და იმ დროს გააკეთა, თუმცა კობახიძე ვერასდროს გაბედავდა ღარიბაშვილის წინააღმდეგ რაიმეს გაკეთებას, ამისი ნიშანი და მზადყოფნა რომ არ წამოსულიყო ივანიშვილისგან. ივანიშვილი არის ჩვეულებრივი მიზანთროპი, რომელსაც 2-3 წელიწადში ერთხელ ჰბეზრდება თანამდებობის პირები და ცვლის სათამაშოებს. ღარიბაშვილზე რომ თქვა, რაც გინდათ დაუძახეთო, მარტო ღარიბაშვილს არ უყურებს ასე, ის ასე უყურებს ყველას. თვლის, რომ ფული გადაუხადა და ყველა მასთან ვალშია. ერთ ადამიანზეც არ თვლის და არც არასდროს თვლიდა, რომ მისი თანამოაზრეა ან თანამებრძოლია.

ღარიბაშვილმა რა დააშავა? გამოდის ხმები, რომ შიდა სალაროს კალკულაციაში, კობახიძემ ალტერნატიული კალკულაცია წარუდგინა ივანიშვილს, თუმცა კობახიძეც შეიძლება მოხსნან ახლა იმის გამო, რომ ვერ მოხსნა ამერიკული სანქციები და ნორმალურია ეს? მაგრამ ის [ივანიშვილი] ბატონია, ის ხელმწიფეა. სულხან-საბას არაკში როგორაა, ცუდად დახატა მხატვარმა ხელმწიფე და ამის გამო თავი მოჭრეს. ნუ ეძებთ ივანიშვილის ქმედებებში რაიმე ლოგიკას. ჩვენ კი ასე ვუწოდებთ, მაგრამ რეალურად არცერთი პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, არაფერ შუაში არ არის არც კობახიძე, ეს არის ივანიშვილის მმართველობის სტილი. ორი აზრი არ არის, შეიძლება კობახიძეც [მსხვერპლი აღმოჩნდეს]. ივანიშვილს ჰბეზრდება სათამაშოები. თავიდან უყურებს ენთუზიაზმით, მერე ნეიტრალურად უყურებს და ბოლოს გადადის აპათიაში“, - განაცხადა კახა კუკავამ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა