აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფასების სისტემის - QS Stars University Ratigs-ის ფარგლებში 5-ვარსკვლავიანი შეფასება მოიპოვა, მიიღო სტატუსი - „Rated for Excellent“ და იმ 158 უნივერსიტეტის სიაში მოხვდა, ვინც მსოფლიოში აღნიშნული შედეგი დააფიქსირა.
QS Stars-ის მიერ განხორციელებული ინსტიტუციური და კომპლექსური შეფასება მოიცავს უნივერსიტეტების საქმიანობის, მმართველობის, სწავლების, აკადემიური კვლევების, მდგრადი განვითარების, ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო ჩართულობის, კურსდამთავრებულთა დასაქმების, სოციალური გავლენის, ინკლუზიური გარემოსა და სხვა მიმართულებებს. QS Stars უნივერსიტეტებს ადარებს არა პოზიციურად, არამედ აფასებს მათ საქმიანობას წინასწარ განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებისა და შესრულების ინდიკატორების მიხედვით.
QS Stars-ის დამოუკიდებელი შეფასების შედეგად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა 1000-ქულიანი შეფასების შკალიდან საერთო ჯამში 764 ქულა და 5 ვარსკვლავი მიიღო. ასევე აღსანიშნავია, რომ QS Stars University Rankings-ს მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 158 უნივერსიტეტს აქვს მოპოვებული 5 ვარსკვლავიანი შეფასება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ EEU-მ უმაღლესი - 5-ვარსკვლავიანი შეფასება, ერთდროულად შვიდ მნიშვნელოვან მიმართულებაში მოიპოვა:
QS არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 30 წელზე მეტია საქმიანობს გლობალური უმაღლესი განათლების შეფასებისა და ანალიზის მიმართულებით. სწორედ QS ადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ფართოდ გამოყენებულ უნივერსიტეტების რეიტინგს - QS World University Rankings. აღნიშნულ ორგანიზაციაში მსოფლიო რეიტინგისთვის 8 000-ზე მეტი უნივერსიტეტი ფასდება, ხოლო QS 50-დე ქვეყანაში საქმიანობს.
QS Stars University Ranting System-ის შეფასება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისთვის ისტორიული საერთაშორისო აღიარებაა და მიღებული შედეგები უკვე ოფიციალურად გამოქვეყნებულია QS-ის საერთაშორისო პლატფორმა TopUniversities-ზე: https://www.topuniversities.com/qs-stars
(R)