ომში რუსეთის დანაკარგებმა 1.5 მილიონ ჯარისკაცს გადააჭარბა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1,480 რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს.
ასევე, უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგი მოიცავს: 12 338 ტანკი, 25 290 ჯავშანტექნიკა, 49 383 ერთეული საარტილერიო სისტემა, 1 613 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 506 188 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონი, 5 103 ფრთოსანი რაკეტა, 146 008 საავტომობილო ტექნიკა და 4 650 ერთეული სპეცტექნიკა.