თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს წერილი გაუგზავნეს, სადაც მოუწოდებენ, გაავრცელონ, რა ინფორმაციას ფლობენ მათი შვილის გარდაცვალების საქმეზე

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა რუსთავის ციხეში, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს აქვთ ეჭვი, რომ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი მათი შვილის გარდაცვალების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და ისინი წერილით მოუწოდებენ მათ, რომ ღიად ისაუბრონ.

„მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან თვითონ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ მკვლელობების შენიღბვა ხდება თვითმკვლელობებად. ჩემთვის ირიბი მინიშნება მოხდა, რომ თამარი იყო პირველი, რომლის მკვლელობაც შენიღბეს თვითმკვლელობად. ამიტომ მივმართავ მას, მიუხედავად ყველაფრისა, სულის გადარჩენაზე მაინც იფიქროს და რაც იცის ამ დანაშაულის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ იცის, აღიაროს და სული გადაირჩინოს” - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „ტვ პირველთან” საუბრისას.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა