ნია იმნაძის ადვოკატი - ყველაფერი კარგად გვესმის და ვცდილობთ, ესკალაცია არ მოვახდინოთ, მაგრამ თუ ადგილი ექნება ესკალაციას, ჩვენ გადავიღებთ და ჩავიწერთ - არ გვაქვს უფლება, დაცვის გარეშე დავტოვოთ არასრულწლოვანი

ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის და ვცდილობთ, ესკალაცია არ მოვახდინოთ, აქედან გამომდინარე, არ შევდივართ მათთან დაპირისპირებაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მათი მხრიდან სიტუაციის ესკალაციას, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიღებთ და ჩავიწერთ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე სახის სიტუაციის ესკალაციას არ ჰქონია ადგილი, - ამის შესახებ ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ლეკიშვილმა დღევანდელ სხდომის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე წუხილი გამოთქვა და განაცხადა, რომ დაზარალებული მხარე ნია იმნაძისა და მისი ოჯახის მიმართ აგრესიული ქმედებით გამოირჩევა. მისივე თქმით, ნია იმნაძეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დანაშაული არ მიუძღვის.

„წინასასამართლო სხდომაზე, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს ჰქონდა დაუშვებლობების შუამდგომლობები ერთმანეთის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკავშირებული იყო დაცვის მხარის მიერ ისრაელში მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით დანიშნული ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობასთან. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გიგა ავალიანისა და მასთან დაკავშირებული მოსწავლეების მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ჩვენ დავნიშნეთ ექსპერტიზა, რასთან დაკავშირებითაც ისრაელიდან უნდა ჩამოვიდეს ექსპერტი, რომელიც უზრუნველყოფს მობილური ტელეფონებიდან შიგთავსის ამოღებასა და ჩვენთვის გადმოცემას.

სასამართლომ არც ჩვენი შუამდგომლობები დააკმაყოფილა და არც ბრალდების მხარის შუამდგომლობები და საქმე არსებითად განსახილველად გადასცა, რომელზეც მარეები უკვე გარემოებების შეფასებას მოვახდენთ.

რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, ძალიან ვწუხვარ იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს ტერიტორიაზე განვითარდა. ეს ჩვენი ნება არ ყოფილა, ჩვენ ვერიდებოდით კონფლიქტს და ვიდექით მოშორებით. მე მესმის დაზარალებულის ემოციები და ჩვენი მიზანი არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა სიტუაციის დამძიმება, პირიქით, არ გამოვედით სასამართლოს დარბაზიდან ამ ტერიტორიაზე იქიდან გამომდინარე, რომ არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია ჩვენი მხრიდან. როცა უკვე ჩაწყნარდა სიტუაცია და როცა უკვე პროკურორმა გადაწყვიტა, რომ მიეცა ინტერვიუ ჟურნალისტებისთვის, მაშინ გადავწყვიტეთ გამოსვლა. იმედი მაქვს მისი [ეკა კუპატაძის] ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია.

დახურულ სხდომაზე არაფერი არ მომხდარა, როდესაც გამოდიოდნენ, სიტუაცია მაშინ დაიძაბა. ჩემი თანამშრომელი, რომელიც ამ დროს იყო სასამართლოს ეზოში, იდგა თავისთვის და იქ ჩამოიარა ქალბატონი ეკა კუპატაძის ინტერესების დამცველმა და რატომ მიღებო, აგრესიული იყო... ამ დროს ადამიანმა თავდაცვის მიზნით შეიძლება განახორციელოს ამ შემთხვევაში ჩაწერა. ეკა კუპატაძე ამ შემთხვევაში არავის არ დასხმია თავს, მაგრამ ქალბატონი დარეჯანის მხრიდან იყო აგრესიული დამოკიდებულება ჩვენი თანამშრომლის მიმართ. ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის და ვცდილობთ, ესკალაცია არ მოვახდინოთ, აქედან გამომდინარე, არ შევდივართ მათთან დაპირისპირებაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მათი მხრიდან სიტუაციის ესკალაციას, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიღებთ და ჩავიწერთ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე სახის სიტუაციის ესკალაციას არ ჰქონია ადგილი. ეს სტრატეგია არ არის, ეს არის აუცილებლობა ასეთი კატეგორიის საქმესთან დაკავშირებით, როდესაც დაზარალებული მხარე არის აგრესიულად განწყობილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახისა და, მათ შორის, ჩვენს მიმართ.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, დაცვის გარეშე დავტოვოთ არასრულწლოვანი. ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს დაცვას, მითუმეტეს ნია იმნაძე, რომელსაც მისხალი დანაშაული არ მიუძღვის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და ნებისმიერი მტკიცება მისი დანაშაულებრივ ქმედებასთან კავშირისა და წაქეზებაზე არის სიცრუე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს და დაჟინებულ თხოვნებს ჰქონდა ადგილი, ესეც სიცრუეა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა