ანა წითლიძე - გიორგი ბარამიძის დაკავება არის რუსეთის დავალება- ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღით ხელში იბრძოდა, დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებენ რუსეთის დავალებას

გიორგი ბარამიძის დაკავება არის რუსეთის დავალება - ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღით ხელში იბრძოდა, დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებენ რუსეთის დავალებას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოც შეასრულებს იმ დავალებას, რომელსაც გასცემს ბიძინა ივანიშვილი.

„რუსებმა რამდენიმე წლის წინ გია ბარამიძეს მიუსაჯეს მრავალწლიანი პატიმრობა რუსეთში და ახლა „რუს-ქოცებმა“ გაიმეორეს ზუსტად იგივე და ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღით ხელში იბრძოდა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებენ რუსეთის დავალებას. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო აღკვეთთან დაკავშირებით, გვესმის ძალიან კარგად, რომ არანაირი სასამართლო არ არსებობს და სასამართლო შეასრულებს იმ დავალებას, რა დავალებასაც გასცემს ბიძინა ივანიშვილი“.- განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ