რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა ქალაქ იზიუმს ავიაბომბებით შეუტიეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი, მათ შორის ორი თვის ბავშვი დაშავდა.

სინეგუბოვის ცნობით, რუსების იერიშის შედეგად 4 კერძო საცხოვრებელი სახლი განადგურდა, ხოლო 5 კერძო სახლი და ავტომობილი დაზიანდა.

მისი თქმით, ადგილზე შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მუშაობენ.