ირაკლი კობახიძე - გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა

იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბარამიძის არამარტო ყოვლად გაუმართლებელი, არამედ ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ეს არის პოლიტიკური შეფასება - რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ასეთ საკითხებზე სამართლებრივ შეფასებას არ, ვერ აკეთებს და არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი ბარამიძის განცხადება იყო „აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება და ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა“.

„ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით მე თავიდანვე გავაკეთე ჩემი პოლიტიკური შეფასება - ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეფასება. ეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა. ამას უკავშირდებოდა ასევე სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ და ა.შ. იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბარამიძის არამარტო ყოვლად გაუმართლებელი, არამედ ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ეს არის პოლიტიკური შეფასება. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ასეთ საკითხებზე სამართლებრივ შეფასებას არ, ვერ აკეთებს და არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, ეს საკითხი დავტოვოთ იმ ორგანოების კომპეტენციის ქვეშ, რომლებიც სამართლებრივად არიან პასუხისმგებლები მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, კერძოდ კი, რომ „1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში