ადვოკატი - მოწმე გურამ დონაძისგან არ მოგვისმენია, რომ ელისო კილაძე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და თაღლითობაშია თანამონაწილე, მადლობა ამ ჩვენებისთვის - საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება

ბრალდებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, დღეს გამოკითხული მოწმისგან, გურამ დონაძისგან, არ მოუსმენიათ, რომ ელისო კილაძე იყო „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და თაღლითობაშია თანამონაწილე“.

ვალერი გელბახიანის თქმით, მოწმეს ჩვენებისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან „ეს იყო გულწრფელი ჩვენება“, მან ისაუბრა დეტალებზე, რომელიც „ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა და დანაშაულზე არაფერი უთქვამს“.

„გამოვკითხეთ მოწმეები და ჯერჯერობით რაიმე პირდაპირი სამხილი არ მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ელისო კილაძე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და რომ თაღლითობაში თანამონაწილეა, წილი ჰქონდა და ა.შ. მსგავსი არაფერი [თქმულა]. ერთადერთი, რაზეც ბრალდების მხარე ამახვილებს ყურადღებას ისაა, რომ ჟურნალისტურ მხარდაჭერას უწევდა. რაც ისაუბრა, იყო ის, რომ მათი საქმიანობა იყო წმინდა წყლის ჟურნალისტური საქმიანობა და არავითარი კავშირი, არც "ქოლ-ცენტრებთან", დანაშაულებრივ შემხებლობასთან მას [არ ჰქონია]. ვერ ვიტყვი პროკურატურას რა უნდოდა ამით, მე ღიად ვუთხარი სხდომაზე, რომ მადლობა ამ ჩვენებისთვის. ეს იყო გულწრფელი ჩვენება, მან ისაუბრა იმ დეტალებზე, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა და დანაშაულზე არაფერი არ უთქვამს“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ვალერი გელბახიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ელისო კილაძესთან საპროცესო შეთანხმება იგეგმება.

„საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. არავითარი არაფორმალური მოლაპარაკება არ გვაქვს, რომ მქონდეს, გეტყოდით. საპროცესო იწყება ადვოკატის შუამდგომლობით, ასეთი შუამდგომლობა არა გვაქვს“ - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად