ადვოკატი - დამიკავშირდა გამოძიება, მითხრეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა - თამაზ ელიზბარაშვილს შეეზღუდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია

დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილს მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია შეეზღუდა.

როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან მიაწოდეს და განუმარტეს, რომ დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა.

„ახლახან დამიკავშირდა გამოძიება, მითხრეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა, თამაზ ელიზბარაშვილს შეეზღუდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია! შესაბამისი დადგენილებაც გადმომეგზავნა“, - წერს ადვოკატი.

მანამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ ელიზბარაშვილს გამომძიებლის დადგენილებით „გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“ აეკრძალა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში