პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობას გამართავენ

პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობას გამართავენ.

როგორც პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი და საპროტესტო ჯგუფების წარმომადგენლებმა, გმირთა მემორიალთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მსვლელობა 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება.

მათი თქმით, საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად, ქვეყანას მართავს კრემლის “მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს”.

“27 სექტემბერი რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის შეირაღებული ძალების მიერ სოხუმის ოკუპაციის დღეა, დღე, რომელიც შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992-1993 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად აფხაზეთში ერთწლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველების გენოციდი მოგიწყო.

საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად, ქვეყანას მისი მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი მართავს, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს, მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვერიოს, საზოგადოების დემორალიზებასა და დეზორიენტაციას მიაღწიოს, ქვეყანას მოკავშირეები ჩამოაშოროს და 90-იანი წლების მსგავსად საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს.

ამ ომში დაღუპული გმირებისა და გენოციდის მსხვერპლთა წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის. მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, არ მივცეთ რუსეთს სისხლიანი ომიდან 33 წლის თავზე, ვასალი რეჟიმის გამოყენებით თავისი ამოცანების შესრულების, საქართველოს ბუნებრივი წიაღიდან, თავისუფალი სამყაროდან ჩამოშორების და ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობა.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად ჩვენ მტრის მოკავშირე რეჟიმი ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაცია გავანეიტრალოთ, თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ძლიერი მოკავშირეები შევიძინოთ და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.

27 სექტემბერს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით მივალთ გმირთა მემორიალთან საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების პატივის მისაგებად,” - განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად