ადვოკატი - მოლოდინი მაქვს იმისა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ციხეში 13 წელი არ იჯდება და ვიმედოვნებ, რომ სააპელაციო სასამართლო მაინც შეინარჩუნებს სასამართლოს სახეს

მოლოდინი მაქვს იმისა, რომ 13 წელი ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი არ იჯდება და ვიმედოვნებ, რომ სააპელაციო სასამართლო მაინც შეინარჩუნებს სასამართლოს სახეს, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს იმოქმედოს კანონის შესაბამისად, რადგან მისი თქმით, პირველმა ინსტანციამ თავისი ფუნქცია-მოვალეობა დღეს ვერ შეასრულა.

„მხოლოდ სასამართლოს მივმართავ, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად და ერთადერთი მისია, რაც სასამართლოს აკისრია, რომ მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილები, ეს მისია შეასრულოს. მე „მესიჯს" მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო სისტემას ვუგზავნი, რომლის პირველმა რგოლმა, თავისი ფუნქცია-მოვალეობა დღეს ვერ შეასრულა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს და თავად გრიგოლ ლილუაშვილსაც გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა, რადგან საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გრიგოლ ლილუაშვილის დანაშაულს დაამტკიცებდა.

ცერცვაძის თქმით, სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სამართლებრივი შეფასება გამიჭირდება სასამართლოს უსამართლო განაჩენთან მიმართებაში. დაცვის მხარეს მოლოდინი ჰქონდა გამამართლებელი განაჩენის და ეს მოლოდინი მხოლოდ დამყარებული იყო იმაზე, რომ საქმეში რეალურად არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის არ ჩადენილ დანაშაულს დაამტკიცებდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მიიღო არაობიექტური, უსამართლო, მიკერძოებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, დაცვის მხარე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მიმართავს. კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

დაცვის მხარეს და ბატონ, გრიგოლ ლილუაშვილს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებდა. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება სამართლებრივი გზით. აღნიშნული დაუსაბუთებელი, უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილება გასამართლდება სააპელაციო სასამართლოში.

სასამართლო უფრო მაღალი რგოლია, ეს არ არის ბრალდების მხარე, თუმცა თუ ბრალდების მხარის მსგავსად, სასამართლოც უკანონოდ იქცევა, ეს მარტო გრიგოლ ლილუაშვილის პრობლემა არ არის. როდესაც მსგავსი კატეგორიის საქმეზე, როდესაც არ არსებობს მტკიცებულები, დგება გამამტყუნებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში ქვეყანას უნდა ჰქონდეს იმის დაფიქრების რესურსი და უპირველეს ყოვლისა სასამართლოს, რომელიც დამოუკიდებელი რგოლია, რომ სამომავლოდ იფიქროს რამდენად ხელშემწყობი იქნება ქვეყნისთვის”,- განაცხადა ცერცვაძემ.

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.

თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა