თორნიკე ფაღავა - „ქართულ ოცნებას“ არაფრის ეშინია, პირნათელი ვართ - მგონია, რომ არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის არაფერი მაკომპრომეტირებელი არ აქვს და ვერ ექნება, რადგან ბუნებაში მსგავსი არ არსებობს

მე მგონია, რომ არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არ აქვს, ვერ ექნება, იმიტომ რომ ბუნებაში მსგავსი რამ არ არსებობს - დაველოდოთ გრიგოლ ლილუაშვილს, თუ დაარღვევს დუმილს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თორნიკე ფაღავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ელის თუ არა მმართველი გუნდი, პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან დუმილის დარღვევას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოების წინაშე პირნათელია და აქედან გამომდინარე, პარტიაში, ამ მიმართულებით, ახალს არაფერს ელიან.

„ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნიდან 13 წლისთავზე, „ქართული ოცნების" გუნდს და პოლიტიკურ „ლიდერშიფს" შესწვეს ძალა, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა წარსულში ადამიანი, სამართლის წინაშე წარდგეს, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების" გუნდს და პოლიტიკურ „ლიდერშიფს" არც არაფრის ეშინია. ჩვენ ვართ პირნათელი ქართული საზოგადოების წინაშე, აქედან გამომდინარე, ახალს არაფერს ველით.

რაც შეეხება ღარიბაშვილის წერილებს - საზოგადოებამ კარგად იხილა, რომ ეს იყო მორიგი ქარიშხალი ჭიქაში და ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს ვერც "რადიკალურმა ოპოზიციამ" და ვერ ოპოზიციურად განწყობილმა მედიებმა," - განაცხადა ფაღავამ.

კითხვაზე, „ვერც ლილუაშვილს ექნება ვერაფერი ხელჩასაჭიდი?", დეპუტატი პასუხობს: "დარწმუნებული ვარ".

ცნობისთვის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო. თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების ორ ეპიზოდზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა