პრემიერი ოპოზიციაზე - არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს

არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც „უკიდურესად დასუსტებულია“.

„ამას ვამბობდით ჩვენ ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ალიანსი შეიქმნებოდა. არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს. ამის შედეგად გადასული არიან ერთმანეთის ლანძღვაზე, ერთმანეთის კრიტიკაზე, ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა