ირაკლი კობახიძე ვიკა ფილფანის განცხადებაზე - თუ მკვლელობებთან დაკავშირებით ეს რაოდენობა თქვა, გამოდის, ეს ადამიანი საერთოდ ქვეყანაზე არ არის - გაუმჯობესებაა არა მარტო ერთი წლის ჭრილში, არამედ მათ შორის 2012 წლიდან დღემდე

თუ მკვლელობებთან დაკავშირებით ეს რაოდენობა თქვა, გამოდის, რომ ეს ადამიანი [ვიკა ფილფანი] საერთოდ ქვეყანაზე არ არის. არ შეიძლება სტატისტიკა ასე დაამახინჯო - ყველას შეუძლია ჩაიხედოს სტატისტიკაში და ნახავენ, რომ არის გაუმჯობესება არა მარტო ერთი წლის ჭრილშია, არამედ მათ შორის 2012 წლიდან დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ვიკა ფილფანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან განაცხადა, რომ მხოლოდ პირველ კვარტალში განზრახ მკვლელობის 532 რეგისტრირებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

კობახიძის თქმით, სტატისტიკა 2012 წლიდან დღემდე საგრძნობლად შემცირებულია.

“თუ მკვლელობებთან დაკავშირებით ეს რაოდენობა თქვა, გამოდის, რომ ეს ადამიანი [ვიკა ფილფანი] საერთოდ ქვეყანაზე არ არის. არ შეიძლება სტატისტიკა ასე დაამახინჯო. რეალურად სტატისტიკა დანაშაულის ნაწილში შემცირებულია, გახსნის ნაწილში გაზრდილი. რაც შეეხება დანაშაულის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიებს, მათ შორის მძიმე კატეგორიებს, იქ სტატისტიკა არსებითად შემცირებულია. განზრახ მკვლელობას რაც შეეხება, აქ სტატისტიკის გაყალბება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. აქედან გამომდინარე ყველას შეუძლია ჩაიხედოს სტატისტიკაში და ნახავენ, რომ არის გაუმჯობესება არა მარტო ერთი წლის ჭრილშია, არამედ 2012 წლიდან დღემდე. ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე. მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა, გაუმჯობესების კუთხით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა