სალომე სამადაშვილი - თუ კანადა ევროკავშირთან ასოცირების ფორმატში გაერთიანდება, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ გლობალური ეკონომიკური მასშტაბის ცვლილება იქნება

თუ კანადა ევროკავშირთან ასოცირების ფორმატში გაერთიანდება, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ გლობალური ეკონომიკური მასშტაბის ცვლილება იქნება. კანადა ევროკავშირს გაამდიდრებს ენერგორესურსებით, კრიტიკულ მინერალებით, ინოვაციებით, ხელოვნური ინტელექტის ძლიერი სექტორით, მოწინავე განათლებითა და უზარმაზარ საინვესტიციო შესაძლებლობებით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილის განცხადებით, ამ ყველაფრის ნაწილი შეიძლება იყოს საქართველო, მაგრამ „კობახიძე გვიმტკიცებს, რომ რუს ტურისტებს უნდა ვუცხოთ ხაჭაპური, სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია”,

„კანადასა და ევროკავშირზე - სანამ ივანიშვილის პროვინციული, კორუმპირებული ავტოკრატიული რეჟიმის მიერ შექმნილ ჭაობში ვიხრჩობით, „მესწიჩკოვი“ ამბებით ვართ დაკავებული, გლობალური ცვლილებები კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის ჩვენს დანაკარგს.

შეგახსენებთ, რა შესაძლებლობას გვართმევენ - თუ კანადა ევროკავშირთან ასოცირების ფორმატში გაერთიანდება, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ გლობალური ეკონომიკური მასშტაბის ცვლილება იქნება.

დღეს ევროკავშირი უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკაა, კანადის ეკონომიკა კი, დაახლოებით 2.2-2.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ევროკავშირის და კანადის ერთობლივი ეკონომიკური სივრცე 23 ტრილიონ დოლარზე მეტ ეკონომიკურ ძალას გააერთიანებს და თითქმის 500 მილიონ მომხმარებელს მოიცავს. ასეთი გაერთიანება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ ცენტრს შექმნის მსოფლიოში, რომელიც კონკურენციას გაუწევს როგორც აშშ-ს, ისე ჩინეთს. კანადა ევროკავშირს გაამდიდრებს ენერგორესურსებით, კრიტიკულ მინერალებით, ინოვაციებით, ხელოვნური ინტელექტის ძლიერი სექტორით, მოწინავე განათლებითა და უზარმაზარ საინვესტიციო შესაძლებლობებით.

და აი, ამ ყველაფრის ნაწილი შეიძლება იყოს საქართველო, მაგრამ კობახიძე გვიმტკიცებს, რომ რუს ტურისტებს უნდა ვუცხოთ ხაჭაპური, სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია”, - წერს სალომე სამადაშვილი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა