ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაზე - თუ  დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება - ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე

თუ საბოლოოდ დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება - ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფარგლებში მიმდინარე სემინარს, რომელიც დიპლომატების მონაწილეობით ბახმაროში იმართება.

კობახიძემ ამ კონტექსტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გაამახვილა ყურადღება.

“საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ყველამ უნდა სცეს პატივი. ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება - და აშკარად ჩანს, რომ სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე - რომ დარღვეულია “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!