ირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ენჯეოები“ წინა ხელისუფლების ანტურაჟი იყო - მათ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულებები რადიკალურად 2012 წლის შემდეგ შეცვალეს, რადგან აგენტურამ ახალი დავალება მიიღო

მინდა მოგახსენოთ, რომ თავის დროზე „ენჯეოები“ წინა ხელისუფლების ანტურაჟი იყო - მათ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულებები რადიკალურად 2012 წლის შემდეგ შეცვალეს, რადგან აგენტურამ ახალი დავალება მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია, რომლის მიზანია ერთი ქვეყნის პოლიტიკური ინტერვენცია მეორე ქვეყანაში“.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ საქართველოში არც ერთ უცხოურ ძალას აგენტური საქმიანობის თავისუფლებად წარმოების საშუალება არ ჰქონდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის არაერთი წევრი „ენჯეოში“ მუშაობდა, კობახიძემ განაცხადა, რომ „თვითონ „ენჯეოა“ ინსტრუმენტი პოლიტიკური ინტერვენციისთვის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ვინც კი „ენჯეოში“ მუშაობდა, ყველა აგენტი იყო“.

„უფრო მეტიც, ხელმოწერილი აგენტი შეიძლება მაქსიმუმ რამდენიმე ათეული იყოს. ვინც „ენჯეოში“ მუშაობდა, ყველა აგენტი არ არის. უბრალოდ, “ენჯეო“ როგორც ასეთი, არის ფენომენი ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!