ბრიტანეთის საგარეო მინისტრი - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ

დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“, - ასე ეხმაურება ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი ლორდ ვუდი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

მინისტრი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის გამყარებას ცდილობს, რაც უპასუხოდ არ დარჩება.

ლორდ ვუდის განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

“დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ.

რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში