პრემიერი - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე - სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026" - ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი გამოწვევაა, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს.

კობახიძის თქმით, არავინ უნდა დარჩეს განვითარების მიღმა.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა. თუმცა, ეკონომიკური შედეგები საერთო სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს. მდგრადი განვითარების მიზნები გვეხმარება, ეს მისწრაფება პრაქტიკულ ნაბიჯებად ვაქციოთ და გვთავაზობს ჩარჩოს ჩვენი ეროვნული პრიორიტეტებისთვის - ეკონომიკური განვითარებიდან, სოფლის მეურნეობიდან და ტურიზმიდან დაწყებული, ენერგოეფექტიანობით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებებით, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენებითა და მწვანე და ინოვაციური სექტორების განვითარებით დასრულებული.

ყველა ამ ძალისხმევის ცენტრში დგას პრინციპი, რომ არავინ უნდა დარჩეს განვითარების მიღმა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ განვითარებამ მოიცვას არა მხოლოდ ჩვენი ქალაქები, არამედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც და ის ადამიანებიც, რომლებიც შესაძლებლობებზე წვდომის ყველაზე დიდ ბარიერებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება საქართველოსა და გაეროს 2026–2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებასაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!