კახა კალაძე ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში აღძრულ საქმეზე - სოციალურ ქსელში მიზანმიმართული ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება

როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა აქტივისტ ნატა ფერაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიაში „ფეისბუქ” პოსტის გამო უჩივლეს“.

კალაძის თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებთან ბრძოლა დაიწყო, ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად წარმოაჩინეს.

„ზოგადად, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისევე, როგორც საქართველოში სამწუხარო რეალობად იქცა ის, რომ სოციალურ ქსელში ქვეყნდება განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტიპის განცხადებები, მესიჯები, მიმდინარეობს ბულინგი. ეს კატეგორიულად მიუღებელია.

როდესაც ჩვენ ამასთან ბრძოლა დავიწყეთ, გვახსოვს, თუ რა განცხადებები კეთდებოდა - ეს შეაფასეს, თითქოს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ვიყავით, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია, არანაირად შეზღუდული არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების, კანონის ფარგლებში და არა შეურაცხყოფის მიყენებითა და ბილწსიტყვაობით.

თქვენ ნახეთ, რომ ევროპულ ქვეყანაში – გერმანიაში ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა, როდესაც სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ადამიანის მიზანმიმართული ბულინგი და შეურაცხყოფა. ასეთ ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბერლინში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე წერს, რომ მას გერმანიაში, „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტის გამო უჩივლეს.

როგორც ფერაძე აღნიშნავს, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის წესით არის აღძრული.

„მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში. კი, აქაური კანონმდებლობით თურმე სისხლით განიხილება ფბ შეურაცხყოფები. არ წერია ვინ შეიტანა სარჩელი, მხოლოდ დრო წერია, როდის გამოქვეყნდა პოსტი და ამით მე კი მივხვდი, ვინც იყო, მაგრამ ველი პასუხს და უკვე დოკუმენტირებულად გამოვდებ სახელს და გვარს.

მანამდე კი ჩემს ვარაუდს გეტყვით: ბერლინში ჩანერგილი საკმაოდ დიდ აუდიტორიანი ქოცი გარეწარია”, - წერს ნატა ფერაძე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!