პროკურორი - ლევან ახობაძის საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, უშუალოდ ქრთამის აღების პროცესში ჩართული პირები, წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის საქმის პროკურორის, ანა ლეკიაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

როგორც ანა ლეკიაშვილი განმარტავს, საქმეში ახობაძის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა.

“შესავალ სიტყვებში ბრალდების მხარემ ისაუბრა ბრალდების ფორმულირებაზე, უშუალოდ, რას ვედავებით ლევან ახობაძეს, ასევე ვისაუბრეთ იმ მტკიცებულებებზე, რაც აღნიშნულ ბრალდებას ადასტურებს. სასამართლოს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ არსებითი განხილვის დასასრულს, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რაც გამამტყუნებელი განაჩენი იქნება. ვფიქრობთ, რომ ეს მტკიცებულებები, როგორიცაა, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, დაადასტურებენ სასამართლოში მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას, უშუალოდ ქრთამის აღების პროცესში ჩართული პირები, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციას ფლობენ, მათ შორის წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები დაადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება”, - განაცხადა ლეკიაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ