სალომე სამადაშვილი - პაპუაშვილის პირით გაჟღერებული განცხადება, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხელყოფას, არის კრემლში დაწერილი, რუსული პროპაგანდა - სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა

თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში პრიორიტეტი რომ არ არის საქართველო, ამას ვხედავთ, შესაბამისად, არანაირი ნაბიჯები არ იგეგმება “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლის გაზრდის ან მოხსნის თვალსაზრისით. რჩება ყველაფერი გაყინულ მდგომარეობაში, რაც ძალიან ძვირი უჯდება ჩვენ ქვეყანას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ერთი მხრივ, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას, მეორე მხრივ კი, უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის ხელისუფლებას ტრამპის სახელთან დაკავშირებული ტრიუკების გარდა, არაფერი აინტერესებს.

“ივანიშვილს უნდა, რომ ქართველ ხალხს შეასაღოს ტრამპის პროექტი, ტრამპის სახელის მატარებელი, რაღაც მშენებლობა, რომელშიც არანაირი ამერიკული ფული არ იდება და როგორც მივხვდით იქ ვერც ქართველები იყიდიან კერძო საკუთრებას. როგორც ჩანს, დიდი ფულის რეცხვის პოტენციალი შეიძლება არსებობდეს Trump Tower Tbilisi - ის მშენებლობაზე. რაღაც ბუტაფორიული, ტრიუკების გარდა ხელისუფლებას არაფერი აინტერესებს, მათ აქვთ სურვილი, რომ სანქციები გაუუქმოს ივანიშვილს აშშ-მ, ოღონდ ეს ისე მოხდეს, რომ არანაირი მოლოდინი, რაც ამერიკულ მხარეს აქვს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამოსწორებასთან დაკავშირებით არ შესრულდეს.

რაც შეეხება საქართველოს დაბრუნებას დასავლური განვითარების გზაზე, დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში პრიორიტეტი რომ არ არის საქართველო ამას ვხედავთ, შესაბამისად, არანაირი ნაბიჯები არ იგეგმება ზეწოლის გაზრდის ან მოხსნის თვალსაზრისით. რჩება ყველაფერი გაყინულ მდგომარეობაში, რაც ძალიან ძვირი უჯდება ჩვენ ქვეყანას”, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, პოლიტიკოსის შეფასებით, “რუსეთი აშკარად, უკვე ძალიან ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ ახალი რეალობა უნდა აღიაროს და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სტატუსს შეეგუოს”.

“ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ანექსიის პროცესს, რისი დაჩქარებული ტემპიც ვიხილეთ, როდესაც პირველად ოსური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქემ და ჩინოვნიკმა დაიკავა დე ფაქტო ხელისუფლის პოზიცია.

დღეს საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას მშვიდობის თემით ატყუებს და ის მიძინების რეჟიმში ჰყავს, საფრთხეების ადეკვატურად აღქმის თვალსაზრისით, რეალურად არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პოლიტიკით ხელს უწყობს ჩვენი ტერიტორიების ანექსიის პროცესს, რომელიც უკვე ღიად მიმდინარეობს, რისი დაჩქარებული ტემპიც ვიხილეთ, როდესაც პირველად ოსური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქემ და ჩინოვნიკმა დაიკავა დე ფაქტო ხელისუფლის პოზიცია - წინ მიდის ანექსიის პოლიტიკა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რომელიც საოკუპაციო რეჟიმს ვერაფერს ვერ უპირისპირებს და სრულიად იზოლაციაში მოაქცია ჩვენი ქვეყანა ვრჩებით იმის მოლოდინში, როდის გადაწყვეტს რუსეთი, რომ სჭირდება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალური ინკორპორაცია. “ქართულ ოცნებას” არაფერი არ შეუძლია, რადგან არის რუსეთის წარმომადგენლობა, ისინი რუსეთის ინტერესებს არასდროს და არაფერს დაუპირისპირებენ. გამოწვევები და პრობლემები ყველა ეტაპს ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ივანიშვილია ერთადერთი, რომელიც რუსეთის ყველა დავალებას ასრულებს, შესაბამისად საოკუპაციო რეჟიმს არაფერს არ დაუპირისპირებენ”, - განაცხადა სამადაშვილმა.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც, რომ “ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე”. სამადაშვილის შეფასებით, “პაპუაშვილის პირით გაკეთებული განცხადება კრემლში დაწერილი პროპაგანდაა”.

“საქართველოს ჰყავს რაღაც დაჯგუფება, რომელიც აცხადებს, რომ არიან პოლიტიკური ძალა და ყოველდღე დასავლეთსა და ევროკავშირს თავს ესხმიან. მათი სპიკერი შალვა პაპუაშვილი, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს, რომლის პოზიციაც არის, რომ ყველანაირი შეთანხმება, რომელიც რუსეთთან დაიდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს უნდა გულისხმობდეს, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა ქვეყნებიც არიან, რომელთა ოკუპაციასაც ახორციელებს რუსეთი. რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა უკანასკნელ პერიოდში - ერთი არის რუსეთის აშკარად უკვე ძალიან ღიად საუბარი იმაზე, რომ საქართველომ ახალი რეალობა უნდა აღიაროს და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სტატუსს შეეგუოს. ეს უკავშირდება კონკრეტულ მოთხოვნებს, როგორიც არის, მაგალითად, ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება. საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების ლეგიტიმურობის ირიბ აღიარებას. რუსეთს ძალიან აშკარად მიჰყავს ეს ხაზი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან დამოუკიდებელ სტატუსის აღიარება და შეგუება არის მათი შემდგომი მოლოდინი. “ქართულმა ოცნებამ” პაპუაშვილის პირით განაცხადა, რომ ტერიტორიული პრინციპის დათმობის ხარჯზე არანაირი ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება, რაც არის კრემლში დაწერილი პროპაგანდა, რომელსაც აჟღერებენ, რათა საზოგადოებას შეუქმნან წარმოდგენა, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს ხელყოფას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის, როდესაც სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით და ეს არის რუსული პროპაგანდისა და მათი ქართველის სპიკერების ტექნიკა, რომ მათ შეასაღონ საზოგადოებას პროპაგანდა”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ