პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი ინიციატივა, რომელიც საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებდა.
პარლამენტის ბიუროს “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების კომიტეტებისთვის გადაცემაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე ინიციატორებს უკან დაუბრუნა. საბიუჯეტო ოფისმა ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პროექტს თან არ ახლდა ფინანსური დასაბუთება - წარდგენილი არ იყო ფინანსური მონაცემები და საორიენტაციო ხარჯები.