ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული რჩება

ევროკავშირის წარმომადგენლობასაქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული რჩება.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შექმნის ვალდებულება აიღო. რამდენიმე კვირაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) უკვე ადგილზე იყო და ვითარების სტაბილიზაციასა და საომარი მოქმედებების განახლების რისკის შემცირებას უწყობდა ხელს.

18 წლის შემდეგ, EUMM დღე და ღამე აგრძელებს პატრულირებას. და შესაძლოა, მისი წარმატების ერთ-ერთი საზომი სწორედ ისაა, რომ მისი საქმიანობის დიდი ნაწილი შეუმჩნეველი რჩება: როდესაც დაძაბულობის შეკავება ხერხდება, ინციდენტები არ მწვავდება და ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებას აგრძელებს, ეს თვალშისაცემ სათაურებში იშვიათად ხვდება. თუმცა, ამ სტაბილურობის ხელშეწყობა მუდმივ მუშაობასა და ადგილზე უწყვეტ ყოფნას მოითხოვს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული რჩება”, - წერია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ