პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, როგორც ერთ-ერთი სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამრეწველო დანიშნულების ნედლეულის 2 000 ტონა ტექნიკური კარბონატის მიწოდებაზე შეუთანხმდა და პირველ ეტაპზე, შეთანხმებული ფასის ნაწილის - 1 024 900 ლარის გადაცემა მოსთხოვა. დაზარალებულმა თანხა სრულად ჩარიცხა ბრალდებულის კომპანიის ანგარიშზე, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირად ანგარიშზე გადაიტანა და თაღლითურად მიისაკუთრა ისე, რომ ვალდებულება არ შეასრულა, დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიიმალა.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ