თბილისში, ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება.
ძმები კრიმინალურ წრეებთან არიან დაკავშირებული. ისინი წუხელ დააკავეს - ერთ-ერთი მათგანი სასტუმროში, მეორე კი საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.