გიორგი შარაშიძე - ღარიბაშვილი არათუ ხელს უწყობდა, არამედ თავად იყო „ოცნების“ „განაცების“ პროცესის ერთ-ერთი შემოქმედი - კარგი იქნებოდა, ამაზე თავის დროზე ეფიქრა და არა დღეს, როდესაც საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით საუბრობს ამ თემაზე

ღარიბაშვილი არათუ ხელს უწყობდა, არამედ თავად იყო „ოცნების“ „განაცების“ პროცესის ერთ-ერთი შემოქმედი და კარგი იქნებოდა, ამაზე თავის დროზე ეფიქრა და არა მხოლოდ დღეს, როდესაც საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით საუბრობს ამ თემაზე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არა თუ ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან „ცუდი საქმეების და ბოროტების კეთებაში, არამედ უარესები არიან“.

„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ დღევანდელი „ოცნება“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ღარიბაშვილი არათუ ხელს უწყობდა, არამედ თავად იყო „ოცნების“ „განაცების“ პროცესის ერთ-ერთი შემოქმედი და კარგი იქნებოდა, ამაზე თავის დროზე ეფიქრა და არა მხოლოდ დღეს, როდესაც საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით საუბრობს ამ თემაზე. ღარიბაშვილი იტყვის თუ არა, პირველ რიგში, ხალხი ხედავს, რომ დღეს „ოცნებისგან“ არაფერია დარჩენილი და ყოფილი „ნაცებისგან“ გატენილი პარტიაა. ამ ნაწილში შეუძლებელია მას არ დაეთანხმო, უბრალოდ, აჯობებდა მას ამაზე ცოტა ადრე ესაუბრა,“ - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი მისი პოლიტიკური განეიტრალება და რეპუტაციის განადგურება იყო.

ყოფილი პრემიერი მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით მოქმედებაში ადანაშაულებს და მიმართავს: "თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ".

ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ "სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით" სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფა მიაყენა და დასაცინი გახადა ქვეყანა შიგნით და გარეთ, რითაც საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.

"ჩემი დაჭერის მიზანი იყო რეპუტაციის დაზიანება და ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება - უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ - ბოროტებას ჩადიხართ, ფრთხილად იყავით," - წერს ღარიბაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს