გიორგი სიორიძე პარტიების აკრძალვაზე - ის, რომ ახალი 9-თვიანი ვადის ათვლა დაიწყო, ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა მოჰყვება ამ ყველაფერს - იცის, რომ ამას ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი ექნება, მათ შორის, პერსონალური სანქციების სახით

ივანიშვილმაც იცის, რომ პარტიების აკრძალვას ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - ეს, მათ შორის, გამოიხატება პერსონალურ სანქციებშიც, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვა არის გზა დემოკრატიის დასამარებისკენ, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასამარებასაც და ეს ძალიან კარგად იციან „ქართულ ოცნებაში“.

„ძალიან მალე, ოქტომბერში, გამოვა ვენეციის კომისიის დასკვნა იმ ანტიკონსტიტუციურ კანონმდებლობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავად შემოიღო და თავადვე გახდა ამ კანონმდებლობის ტყვე, იმიტომ რომ არის შეზღუდული 9-თვიანი ვადა. სწორედ ამიტომ სჭირდებათ ახალ-ახალი პარტიების დამატება, რათა ეს ვადა გაიხანგრძლივონ. ეს იმას ნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ. სხვა შემთხვევაში, უკვე მოქმედ სარჩელში უბრალოდ ახალ სუბიექტებს დაამატებდნენ და ეს ვადა დიდი ხნის ამოწურული იქნებოდა უკვე. ის, რომ ახალი 9-თვიანი ვადის დინება დაიწყო, იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა მოჰყვება ამ ყველაფერს,“ - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, განახლებული სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ სხვა პარტიებთან ერთად, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა. „ქართულ ოცნებას“ მანამდე წარდგენილი ჰქონდა კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს