„ქართული ოცნების“ პირობებში ქართული ეკონომიკა გახდა კრიმინალური და მეკობრული ეკონომიკა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გახდა იდეალური პოლიგონი, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ ტირანიულმა და ავტოკრატიულმა რეჟიმებმა სანქცირებული ტვირთის და პროდუქტის მისაღებად.
„ის, რაც ხდება ირანთან მიმართებაში, არის იმ ამბის გაგრძელება, რაზეც „ძლიერ საქართველოში“ დიდი ხანია ვამბობთ. „ქართული ოცნების“ პირობებში ქართული ეკონომიკა გახდა კრიმინალური და მეკობრული ეკონომიკა.
საქართველოშია ყველა სიბინძურე, რითაც შეიძლება ისარგებლონ ტირანიულმა, ავტოკრატიულმა რეჟიმებმა. ეს მომსახურე წერტილი გახდა საქართველო. იქნება ეს რუსეთის მომარაგება სანქცირებული ტვირთით, თუ ახლა ირანის მომარაგება სანქცირებული ტვირთით და პროდუქტით.
საქართველო გახდა იდეალური პოლიგონი, თანამედროვეობის „სომალი“ გახდა, სადაც ყველაფერს იშოვის ყველა, ვინც დედამ დაწყევლა დედამიწის გარშემო“, - განაცხადა დათუნაშვილმა.