შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე - პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას პერსპექტივა ქართულ მართლმსაჯულებაში არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საკითხს „პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას პერსპექტივა ქართულ მართლმსაჯულებაში არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა აქვს“.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში ვიზიტისას განუცხადა.

„მე ღრმა კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას პერსპექტივა ქართულ მართლმსაჯულებაში არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა აქვს. აქ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს