პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა - მას ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული, არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა დაზარალებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, არასრულწლოვანის, 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ) და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაშია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს