მაკა ბოჭორიშვილი - დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან

გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. ეს არის ზოგადად ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, როგორც ორმხრივი შეხვედრების გასამართად, ორმხრივი დიალოგის საწარმოებლად პარტნიორებთან, ისე სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან.

მინისტრის განცხადებით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დისკუსიაში, ასევე, შედგა საქართველოს დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა მულტილატერალიზმს და მაღალ დონეზე გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ხელმძღვანელობის მონაწილეობით. ასევე, გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა როგორც პრემიერ-მინისტრის დონეზე, ისე საგარეო საქმეთა მინისტრებთან", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს