დონალდ ტრამპი - ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწევთ, ვფიქრობ, ეს უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ხალხს ჰგონია

ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწევთ, ვფიქრობ, ეს უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ხალხს ჰგონია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.
“ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამას [სამშვიდობო შეთანხმებას] მივაღწევთ. ვფიქრობ, ეს უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ხალხს ჰგონია.
ისინი დაიღალნენ. 25 000 ახალგაზრდა ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები, კვდებიან - 25 000 თვეში. და ვუყურებ ბრძოლის ველიდან ფოტოებს და ნამდვილად აღარ მინდა მათი ნახვა, იმდენად საშინელია”, - განაცხადა ტრამპმა.
























