ნიკა გვარამია - საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია - პარტიების გაუქმების სარჩელის ვადები იმ მომენტამდე ჭიმეს, სანამ სასამართლოს შემადგენლობაში განსხვავებული აზრის დამწერიც კი აღარ იქნებოდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია - დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილის დანიშვნას ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნებისთვის“ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მაინც სხვაა“.

“საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია. უზენაესმა სასამართლომ დღეს ბოლო ვაკანსია შეავსო და მოსამართლედ კლანის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ზონდერი, სერგო მეთოფიშვილი დანიშნა. დამიჯერეთ, ამაზე უარესის პოვნა იმ კლანშიც კი გაგიჭირდებათ

დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია. განსხვავებული აზრიც კი აღარ დაიწერება. პარტიების გაუქმების სარჩელს რატომ ამატეს „ქოცებმა“ თითო-თითო პარტია, ახლა მაინც ხომ ცხადია? - იმ მომენტამდე ჭიმეს განხილვის ვადები, სანამ განსხვავებული აზრის დამწერიც კი აღარ იქნებოდა შემადგენლობაში და ამ 1000%-იანი ანტიკონსტიტუციური აბსურდის დაკმაყოფილებისას ზონდერი მოსამართლეებისთვის ოდნავი დისკომფორტის შემქმნელი გარემოებაც კი გამოირიცხებოდა. როგორც ჩანს, „ქოცებისთვის“ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მაინც სხვაა”, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა