უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დანიშნა

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, სერგო მეთოფიშვილი დანიშნა.

პლენუმის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა სერგო მეთოფიშვილი“,- ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეთოფიშვილი ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო. ის საკონსტიტუციო სასამართლოში თეიმურაზ ტუღუშს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2 ნოემბერს ეწურება.

აღსანიშნავია, რომ გარდა მეთოფიშვილისა, საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი ახალი მოსამართლე ეყოლება. კერძოდ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა. ის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიშნულ გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა