თენგო კირთაძე - „ქოლ-ცენტრებზე“ ღარიბაშვილს ახალ საქმეს უმზადებენ! ამდენი ვაჟა-ფშაველას არ დაუწერია, ადექი და ისაუბრე! კობახიძე კი ისე უღიმის „დიფ სთეითის“ დედოფლად გამოყვანილ ურსულა ფონ დერ ლაიენს, უახლოეს ადამიანთან არ გექნება ასეთი ინტერაქცია

ირაკლი ღარიბაშვილი არის სუსტი რგოლი, რომელიც მახრჩობელას შენდობას ევედრება - საუკეთესო სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ თავდასხმის რეჟიმზე გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჭყლეტს ივანიშვილი. როგორც ჩანს, „ქოლ-ცენტრებთან “ დაკავშირებითაც უკვე ბრალდებას ამზადებენ, - ასე შეაფასა “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები საპატიმრო დაწესებულებიდან.

ამასთან, აღნიშნა, რომ ღარიბაშვილს არ უშველის ის ფაქტი, რომ მისი ცოლი, ღარიბაშვილის და ივანიშვილის საერთო ფოტოებს „ფეისბუქის“ „ქავერზე“ დაიყენებს.

„ღარიბაშვილი თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, არანაირი ანგარიშგასაწევი ძალა არ არის. ის არის სუსტი რგოლი, რომელიც მის მახრჩობელას შენდობას ევედრება. ეს არის მისი გზავნილების მთავარი შინაარსი. ის ფორმალურად „უპირისპირდება“ თანამდებობის პირებს, მაგრამ მშვენივრად ესმის, რომ არც კობახიძე და მდინარაძე მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებნი არ იყვნენ. თითს ვერავინ დააკარებდა ივანიშვილის ჩართულობის გარეშე. თუ მთავარ დამნაშავეს არ უპირისპირდები, რა შეღავათი უნდა გაგიწიოს?! რებუსებით არ უნდა გვესაუბროს, მაგდენი ვაჟა-ფშაველას არ დაუწერია. ადექი და ისაუბრე! თვითონ ხომ იცის, რა დანაშაულებრივი სინდიკატი ააშენეს. ახლა, საუკეთესო სიტუაცია მისთვის იმაში მდგომარეობს, რომ თავდასხმის რეჟიმზე გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჭყლეტს ივანიშვილი. აგერ „ქოლ-ცენტრებთან “ დაკავშირებით ბრალდებას ამზადებენ, უკვე გაისმა ამასთან დაკავშირებით. ასევე პროპაგანდისტული ფილმები გაკეთდა, თურმე ვინ დაანგრია ენერგოდამოუკიდებლობა და „ნამახვან ჰესის“ კონტექსტშიც ღარიბაშვილის ბრალეულობა იკვეთება. ღარიბაშვილმა ხომ უნდა იცოდეს, რომ არ უშველის ის, რომ მისი ცოლი ღარიბაშვილის და ივანიშვილის საერთო ფოტოებს „ფეისბუქის“ „ქავერზე“ დაიყენებს. ეს არ უშველის! ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გაანადგუროს. ცოტა ვაჟკაცურად მაინც დადგეს, შეებრძოლოს ამ განადგურებას“,- აღნიშნა კირთაძემ.

მისივე თქმით, არაფერი შეუშლის ხელს „ქართულ ოცნებას“, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ კიდევ „ერთი საქმე შეიკეროს“.

„რა შეუშლით ხელს?! ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური დევნაა. კორუფციის ნება ივანიშვილმა ყველას დართო, შემდეგ ამის მიხედვით არჩევს ვის წინააღმდეგ რა აქვს ხელში, ვისზეც გაბრაზდება, ან იეჭვიანებს, იმის მიხედვით გაანადგუროს თუ არა ის ადამიანი.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ ყოფილა, ეს იყო პოლიტიკური დევნა. სააკაშვილთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ დაიწყო ერთი საქმე, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე...6 წელია ციხეშია. იდენტურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ღარიბაშვილი. ამას, მინიმუმ თავისი პოზიციები უნდა გაიძლიეროს. თავისი ოჯახის დაცვას იმით შეძლებს, რომ ივანიშვილს ამხელს. მესმის, შესაძლოა, ხავსს ეკიდება რომ პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს, ამ საქმიდან ისე გამოვიდეს, ივანიშვილი შეაწუხოს, მისი პირობებით გაუშვას და შემდეგ პოლიტიკურ სივრცეში იტივტივოს. ასე არ გამოვა. ან განადგურდება, ან დაუპირისპირდება ივანიშვილს. როდესაც ჩაძირავს კობახიძეს ივანიშვილი, შემდეგ ეს პოლიტიკური მანქურთები ვინც ჰყავს, იმავენაირად გააშავებენ კობახიძეს“,- აღნიშნა კირთაძემ.

გარდა ამისა, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, კობახიძის და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის ფოტოში ურსულა ფონ დერ ლაიენს უღიმის მაშინ, როდესაც „დიფ სთეითის“ დედოფლად გამოიყვანა მისი გუნდის პროპაგანდამ.

„ვულოცავ მას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო კონტროლი წარმატებით გაიარა. ყველა გზავნილი, რომელიც ჩასული იქნება, თავისი არსით ანტიქართული იქნება. ქართული გზავნილი დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არის საქართველოსკენ ყურადღების მიქცევა.პარტნიორების და მოკავშირე ქვეყნების მოძიება, რომელიც დაგვეხმარება ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაში, საქართველოს უსაფრთხოების წინ წინ წამოწევა, ეს არცერთი თემა „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში არ ფიგურირებს.

ერთადერთი გზავნილია: "ჩვენ თავი დაგვანებეთ", თითქოს, დასავლეთი ერჩოდა. "მოდით, ქართველი ხალხი დავტოვოთ ოკუპანტი ქვეყნის წინაშე მარტო, რომელმაც რამდენჯერმე გენოციდი მოუწყო ქართველ ერს" - ამ გზავნილებით დადის. გავრცელდა კობახიძის და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის ფოტო გავრცელდა, ისე უღიმის ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც „დიფ სთეითის“ დედოფლად გამოიყვანა მისი გუნდის პროპაგანდამ. შესაძლოა, უახლოეს ადამიანთან შესაძლოა არ ჰქონდეს ასეთი ინტერაქცია. არცერთი მათი გზავნილი, მათ შორის, დასავლეთ სტრუქტურებთან კომუნიკაციაში, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს“,- აღნიშნა კირთაძემ.

რაც შეეხება, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თენგო კირთაძის თქმით, ის არ იზიარებს პოზიციას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას აპირებს დღეის მდგომარეობით.

„მე არ ვარ იმ აზრზე, რომ ივანიშვილი პარტიების აკრძალვას აპირებს დღეის მდგომარეობით. სავაჭრო პოზიციაა, როგორც პოლიტიკური პატიმრები. ძირითადი დატვირთვა აქვს ამ გზავნილს დასავლეთთან მიმართებით - ოპოზიციური პარტიები აიყვანა მძევლად და დასავლეთს ეუბნება ამ მძევლებს გავუშვებ და დამილაგდით იმ პირობებზე, რა პირობებიც მე მაწყობს. ეს არ არის ძლიერი კარტი“,- აღნიშნა კირთაძემ.

ამასთანავე, მან პოლიტიკოს ცოტნე კობერიძის განცხადებაც შეაფასა, რომელიც აღნიშნა, რომ პირველად მოხდა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური სეზონიც კი ვერ დაიწყო.

კირთაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რომელი სეზონის გახსნაზე საუბრობს ცოტნე კობერიძე.

„საერთოდ არ მესმის პოლიტიკური სეზონი ვერ გაიხსნა რას ნიშნავს. რა უნდა გავხსნა? რასაც ზაფხულში ვაპირებდი, რეგიონებში კამპანიას, იმას ვაგრძელებთ. პროტესტის გაფართოებაზე ვმუშაობთ, 1 დღე არ დაგვისვენია, რომელი სეზონის გახსნაზე მელაპარაკება, ან თვითონ ვინ დაუშალა?! დადის ტელევიზიებში, პოლიტიკოსს ეძახის საკუთარ თავს, გახსნას პოლიტიკური სეზონი ანალიტიკოსად რომ გამოვიდა.

რაში მდგომარეობს გამოსავალი? ხსნა მდგომარეობს ძალაში. ძალა აქვს ხალხს. უნდა დაარწმუნო ხალხი, რომ დემოკრატიული ცვლილებები ამ ქვეყანაში გადარჩენისთვის აუცილებელია.ვარწმუნებთ, ხალხს, ამას ვახერხებთ“, - აღნიშნა კირთაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა