ალეკო ელისაშვილის ადვოკატები - სამ თვეზე მეტია, რაც სასამართლომ ე.წ. ძაღლების საქმე თაროზე შემოდო, რადგან მტკიცებულებები არ გააჩნიათ და „ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები - ვთხოვთ სასამართლოს, თაროდან ჩამოიღოს ეს საქმე და დაიწყოს განხილვა!

„ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები, სხვა მტკიცებულება არ არსებობს, ე.წ. „ძაღლების საქმე“ მოფიქრებულია 13-წლიანი სასჯელის გადაფარვის მიზნით, - ამის შესახებ, ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდადებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატები სთხოვენ სასამართლოს ,“დაუყოვნებლივ თაროდან ჩამოიღონ საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა“.

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ოთხი სისხლის სამართლის საქმე. აქედან ერთ-ერთი არის ე. წ. „ძაღლების საქმე“, რომელიც, მოფიქრებულია 13-წლიანი სასჯელის გადაფარვის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე ჩვენ დაწყებული გვაქვს არსებითი განხილვა და უკვე სამ თვეზე მეტია, რაც სასამართლომ აღნიშნული საქმე თაროზე შემოდო. თაროზე შემოდების მიზეზი არის ის, რომ რეალურად მტკიცებულებები არ გააჩნიათ, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა.

აგრეთვე, არის მიზეზი, რომ თუ მოხდებოდა აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა, საზოგადოება კარგად დაინახავდა, თუ როგორ მიმდინარეობს პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის შეკერვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში. „ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები - სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არ განიხილება ეს საქმე, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს აქვს შეზღუდვები დაწესებული. შეზღუდვები შეეხება სატელეფონო საუბრებს ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან, შვილებთან კომუნიკაციის უფლებას, მათ შორის წერილობითადაც კი.

ამიტომ, ვთხოვ სასამართლოს, დაუყოვნებლივ თაროდან ჩამოიღოს აღნიშნული საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა. აგრეთვე, ვთხოვთ პროკურატურას, ბრალი, რომელიც არის მოგონილი და აბსურდულია, ასევე დაწესებული შეზღუდვები, დაუყოვნებლივ გაუუქმოს“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.

ამავე თემზე საუბრისას, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, რომ რომ სისხლის სამართლის ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიმართ „სამართლებრივი ანომალიაა“.

„ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ სისხლის სამართლის ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის, მიმართ სამართლებრივი ანომალიაა. როდესაც ორი ბოთლი ბენზინით ჩემს უკან მდებარე შენობების განადგურების მცდელობისთვის 13-წლიანი სასჯელი აქვს, ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აქვს აკრძალული იმის გამო, რომ, თურმე, წყალქვეშ აღებული სუნის ნიმუშებით, უცნობმა ძაღლებმა ის ერთი წლის შემდეგ ამოიცნეს. ასეთი სამართლებრივი სტანდარტი არ არსებობს მსოფლიო მართლმსაჯულების ისტორიაში.

მოთხოვნა არის, რომ სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ დროულად. სამართლებრივი საფუძველი მის პატიმრობასა და მის 13-წლიან სასჯელს არ გააჩნია. ჩვენი მოთხოვნაა, მალე დასრულდეს მის მიმართ ეს უსამართლობა და უკანონობა, ჰქონდეს საშუალება ოჯახთან კომუნიკაციისა და არ გაჭიანურდეს უსასრულოდ სასამართლოში მის მიმართ ეს ბრალდებები“, -აღნიშნა ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდადებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა