პროკურორი - სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ არ იყვნენ ინფორმირებულნი ჩორჩანაში საგუშაგოს აგების შესახებ, გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად და არ შეათანხმა არც სუს-თან, არც პრემიერთან - ეს დასტურდება მამუკა ბახტაძის ჩვენებითაც

სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ არ იყვნენ ინფორმირებულნი აღნიშნული საგუშაგოს აგებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოწმის სახით, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, კახი კახიშვილი, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი დაიკითხნენ, რომლებსაც 2019 წლისთვის შესაბამისი თანამდებობები ეკავათ.

როგორც პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხა სამი მოწმე, რომლებმაც თავიანთი სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში ისაუბრეს და მიაწოდეს სასამართლოს ის ინფორმაცია, რა ინფორმაციასაც ფლობდნენ 2019 წლის აგვისტოში ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ არ იყვნენ ინფორმირებულნი აღნიშნული საგუშაგოს აგებასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიამ აღნიშნული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად და არ შეათანხმა არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან და არც პრემიერთან, რაც დასტურდება სწორედ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრების ნაწილი დაკითხვა სასამართლო პროცესზე, რამდენიმე პირი კიდევ დასაკითხია. ამ ეტაპზე სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეები, რომლებიც ამ შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები არიან, ადასტურებენ, რომ არცერთ ფორმატში მათთან საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით გიორგი გახარიას კომუნიკაცია არ ჰქონია.

მოწმეთა ბაზა მოცულობითი არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდების მხარე ზუსტად რამდენ პროცესში დაასრულებს მტკიცებულებათა გამოკვლევას, ვერ გეტყვით, მაგრამ ბევრი პროცესი არ არის ამისთვის საჭირო. რაც შეეხება დაკითხული მოწმეების რაოდენობას, სასამართლო პროცესზე უკვე ნახევარზე მეტი გვყავს დაკითხული“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.

რაც შეეხება სასამართლო სხდომების დახურულ რეჟიმში განხილვას, პროკურორის თქმით, სხდომები დაიხურა იმ მიზეზით, რომ პროცესებზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები.

„სასამართლო პროცესზე იკითხებოდნენ მოწმეები, რომლებიც თავისი მანდატით წარმოადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს და მათთან შესაძლებელი იყო ყოფილიყო კითხვები და იყო კიდეც გარკვეული კითხვები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სწორედ ამ მიზნით დაიხურა სასამართლო სხდომა“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა