გურჯაანში, მოზარდის გაუპატიურებისა და მის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებების საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

კახეთში არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების საქმეზე ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

საგამოძიებო უწყების ცნობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში

60 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა, რა დროსაც მისი უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი დაზარალებული გააუპატიურა.

პროკურატურამ მას ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გაუპატიურების ფაქტებზე წარუდგინა.

ადგილობრივების თქმით კაცი ოჯახის ახლობელი იყო და მოზარდი ხშირად დაჰყავდა სხვადასხვა მოსამზადებელ წრეზე. მათივე თქმით, დაკავებამდე 15 წლის გოგონა ტაქსის მძღოლმა სოფლის სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა