პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებს, მათ შორის ერთს დაუსწრებლად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით,) ხოლო ერთ პირს ასევე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულისგან სხვადასხვა ოდენობის თანხის გადაცემას სისტემატიურად ითხოვდნენ. უყენებდნენ მოთხოვნას გადაეცა მათთვის კონკრეტული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანებით და მის საკუთრებაში არსებული, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდებარე ე.წ. ,,ზიპლაინის“ დაზიანებით ემუქრებოდნენ. მათ მიერ განხორციელებული ზეწოლით ე.წ ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეჩერდა. ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული მუქარების და დანაშაულებრივი ქმედებების გათვალისწინებით, დაზარალებული იძულებული გახდა მათთვის სხვადასხვა დროს, ჯამში 187 297 ლარი გადაეცა.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ ამოიღეს.

ბრალდებულებს, მათ შორის ერთს დაუსწრებლად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით,) ხოლო ერთ პირს ასევე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა