სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს, 24 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, ერგნეთსა და დიცს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უშუალოდ გაეცნო მათ პრობლემებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ დიცის მაცხოვრებლებმა სახალხო დამცველთან საუბარში განაცხადეს, რომ სოფელში არ არის ქსელური მაღაზია, რის გამოც პროდუქტების შეძენა საბაზრო ფასზე გაცილებით ძვირად უწევთ; ასევე არ არის აფთიაქი, მოსაწყობია შიდა გზები, პრობლემურია სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების საკითხი, ხარვეზებით მუშაობს ინტერნეტი.

“რეაბილიტაციას საჭიროებს სოფლის საბავშვო ბაღიც. შენობაში ნესტია, მოსაწესრიგებელია ეზო და საკანალიზაციო სისტემა; ბაღს წყალი და ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება, რის გამოც ხშირად ფერხდება სააღმზრდელო პროცესი.

ერგნეთის მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის მოუწესრიგებლობას ასახელებს.

ორივე სოფელში გამოწვევად რჩება მოსავლის ჩაბარების საკითხი. მოსახლეობის თქმით, პროდუქციას შეუსაბამოდ დაბალ ფასად იბარებენ და ხშირ შემთხვევაში მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ხარჯი მის ჩაბარებაში მიღებულ თანხას აღემატება.

სახალხო დამცველმა ერგნეთში ახლად რეაბილიტირებული სტადიონიც მოინახულა, რომლის განახლების საკითხსაც სახალხო დამცველი ადვოკატირებდა.

სახალხო დამცველი რეგულარულად ხვდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, ეცნობა მათ პრობლემებსა და გამოწვევებს და აღნიშნულ საკითხებზე პროაქტიულ რეჟიმში რეაგირებს.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების საკითხს ცალკე თავი ეთმობა სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშშიც”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა