დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ანგარიში - რუსეთი უახლოესი თვეების განმავლობაში ნატო-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს

რუსეთი უახლოესი თვეების განმავლობაში ნატო-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს, - ამის შესახებ დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

დანიის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთი დასავლეთისა და ნატო-ს წინააღმდეგ „უფრო ხშირ თავდასხმებს“ განახორციელებს, „რასაც უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვება, ვიდრე ადრე“.

„ეს შეიძლება მოიცავდეს დესტრუქციულ კიბერშეტევებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სერიოზული შედეგების გამოწვევით და დივერსიულ თავდასხმებს მსხვერპლის მაღალი რისკით“, - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს „მცირე, თუმცა მზარდი რისკი იმისა, რომ რუსეთმა შეზღუდული სამხედრო თავდასხმა განახორციელოს მისი მოსაზღვრე ნატო-ს წევრ ერთ ან რამდენიმე ქვეყანაზე“.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ნატო-ს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყოს. თუმცა, ამის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია“, - აღნიშნულია დაზვერვის ანგარიშში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა